Accentnews.ge
სააკაშვილი: "ფსევდოლიბერალები მხოლოდ აძლიერებენ რუსეთის აგენტებს"

სააკაშვილი: "ფსევდოლიბერალები მხოლოდ აძლიერებენ რუსეთის აგენტებს"

13/11/2019 05:32:14 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „მთავარი არხის“ ეთერში ეკლესიაში მიმდინარე მოვლენების შესახებ გამოთქმულ მოსაზრებებს გამოეხმაურა.

„ფსევდოლიბერალები მხოლოდ აძლიერებენ პირდაპირ რუსეთის, გავლენის აგენტებს, იმით, რომ ლაპარაკობენ: „უფ, რა გოიმობაა, ნახე, ეკლესიაზე ლაპარაკი, რწმენაზე ლაპარაკი, ეს ხო პოპულიზმია“. უკაცრავად, მე მწამს ის, რაც მწამს. მე მჯერა ის, რაც მჯერა“, - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

სააკაშვილი თქმით, საკუთარ ხალხზე ქილიკი არ შეიძლება.

„როგორ შეიძლება ქილიკი იმაზე, რაც სინამდვილეში ჩვენი ფასეულობაა. ჩვენი ევროპულობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი არის ჩვენი ქრისტიანობა. რატომ ვერ ამბობს ჩვენზე უარს ევროპა, იმიტომ, რომ ქრისტიანები ვართ, ხუთჯვრიანი დროშა გვაქვს. ჩემი ინიციატივით შემოვიდა ხუთჯვრიანი დროშა. არავის არ დასიზმრებია მანამდე“, - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S