Accentnews.ge
14 ნოემბერს რიკოთის გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება

14 ნოემბერს რიკოთის გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება

13/11/2019 06:01:48 სხვა, საზოგადოება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 14 ნოემბერს, 08:00-დან 18:00 სთ-მდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.

სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება რიკოთის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

დროის ამ პერიოდში რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე, ორ სხვადასხვა ადგილზე უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე მექანიზმების მორიგეობა.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S