Accentnews.ge
უკრაინას სამხედროების სიკვდილით დასჯის ათობით ვიდეო აქვს - ლუბინეცი

უკრაინას სამხედროების სიკვდილით დასჯის ათობით ვიდეო აქვს - ლუბინეცი

13/04/2023 14:12:15 ევროპა

მსოფლიოს რეაქცია სავარაუდოდ უკრაინელი სამხედროდ თავის მოკვეთაზე, არასაკმარისია, - ფიქრობს უკრაინის სახალხო დამცველი დმიტრო ლუბინეცი.

მისი თქმით, უკრაინელ სამხედრო ტყვეებს ვერ დაიცავს ვერც უკრაინა და ვერც საერთაშორისო კანონმდებლობა, რადგან რუსეთი არ ასრულებს ჟენევის კონვენციებს.

როგორც ომბუდსმენი ამბობს, უკრაინის დაზვერვამ უკვე "დაახლოებით იცის" ვის შეეძლო, სასტიკი სიკვდილით დაესაჯა ადამიანი, რომელიც სავარაუდოდ, უკრაინელი სამხედრო ტყვეა.

ამასთან, ლიუბინეცის თქმით, მისმა ოფისმა მიიღო ათობით ვიდეო, რომელზეც ასახულია რუსი ჯარისკაცების მიერ უკრაინელი სამხედროების დახვრეტის კადრები, მაგრამ არ აქვეყნებს მათ.

„ეს ყველაფერი გროვდება. ჩვენ ვხსნით სისხლის სამართლის საქმეს. ამას აკეთებს უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისი. მაგრამ მსოფლიოს რეაქცია უნდა იყოს მყისიერი და არა მხოლოდ სიტყვები, არა მხოლოდ "ღრმა შეშფოთება", რომელსაც 2014 წლიდან ვისმენთ“, - განაცხადა უკრაინის ომბუდსმენმა.

11 აპრილის საღამოს სოციალურ ქსელში გამოჩნდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ რუსი ჯარისკაცები აწამებენ უკრაინელ სამხედრო ტყვეს და თავს ჭრიან დანით. ისმის მსხვერპლის ხმა „მტკივა, შეჩერდი“. სად და როდის არის ვიდეო გადაღებული, უცნობია.

ამერიკული სატელევიზიო არხი CNN იტყობინება, რომ კვირის განმავლობაში ორი ასეთი ვიდეო გამოჩნდა, რომლებშიც სავარაუდოდ უკრაინელი ჯარისკაცების თავის მოკვეთა იყო ნაჩვენები. ისინი გადაღებულია სხვადასხვა მოვლენების დროს. ამბობენ, რომ ერთ-ერთი ვიდეო ახლახანს არის გადაღებული, მეორე კი (11 აპრილის საღამოს რომ გავრცელდა) - გამწვანების დონით თუ ვიმსჯელებთ - როგორც ჩანს, ზაფხულშია გადაღებული.

სამხედრო ტყვეების მოპყრობის შესახებ ჟენევის კონვენციის მიხედვით, რომელსაც რუსეთი აწერს ხელს, მათ შორის, პატიმრებს უნდა ჰქონდეთ გარანტირებული სიცოცხლისა და ტყვეობის ჰუმანური პირობები. სამხედრო ტყვეების სიკვდილით დასჯა ან არასათანადო მოპყრობა ომის დანაშაულია. ომის დროს მედიაში არაერთხელ გამოჩნდა ვიდეო უიარაღო უკრაინელი სამხედროების მკვლელობის ან არასათანადო მოპყრობის შესახებ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S