Accentnews.ge
შეთანხმება მიღწეულია – ევროკავშირი უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესაძენად 1 მილიარდ ევროს გამოყოფს

შეთანხმება მიღწეულია – ევროკავშირი უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესაძენად 1 მილიარდ ევროს გამოყოფს

13/04/2023 16:02:07 ევროპა

ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა 1 მილიარდი ევროს გამოყოფა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ევროპის მშვიდობის ფონდის (EPF) ფარგლებში.

ეს საშუალებას მისცემს წევრ ქვეყნებს, აანაზღაურონ უკრაინისთვის მარაგებიდან გადაცემული ჭურვების ღირებულება ან არსებული შეკვეთების პრიორიტეტების შეცვლით 2023 წლის 9 თებერვლიდან 31 მაისამდე პერიოდში.

ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა ჟოზეფ ბორელმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებამ „ამოქმედდა 20 მარტის ისტორიული შეთანხმების პირველი ნაწილი“, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირი დაჰპირდა უკრაინას წელიწადში მილიონი საარტილერიო ჭურვის მიწოდებას.

თუ პირველი მილიარდი ევრო დაიხარჯება დაუყოვნებლივი მიწოდების კომპენსაციაზე, მაშინ მეორე დაიხარჯება გრძელვადიან მხარდაჭერაზე: ევროკავშირის ქვეყნები ერთობლივად შეიძენენ საბრძოლო მასალას, რათა ფასები შეამცირონ და დააჩქარონ პროცესი. ისინი აპირებენ ჭურვების შეკვეთას ევროპული მრეწველობისთვის, კერძოდ, პოლონეთში, საფრანგეთსა და გერმანიაში.

ამ დროისთვის კიევისთვის ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ფარგლებში გაწეულმა ჯამურმა სამხედრო დახმარებამ 4,6 მილიარდ ევროს მიაღწია. „ევროკავშირის ერთიანი მონდომებისა და სურვილის უკეთესი დემონსტრირება არ არსებობს, გააგრძელოს უკრაინის ლეგიტიმური უფლების მხარდაჭერა სასტიკი რუსი აგრესორის წინააღმდეგ“, - განაცხადა ბორელმა.

წინა დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საფრანგეთმა დაბლოკა ევროკავშირის ინიციატივა კიევისთვის საბრძოლო მასალის მიწოდების დაფინანსების შესახებ. ევროპელი მაღალჩინოსნის თქმით, პარიზს არ მოეწონა ის ფაქტი, რომ ევროკავშირის წევრების საწყობებში საჭირო რაოდენობის 155 კალიბრის საარტილერიო ჭურვების არარსებობის გამო, მათ ჭურვების გაერთიანების გარეთ შეძენა სურდათ. სანაცვლოდ მესამე ქვეყნებს უნდა მიეღოთ სხვა იარაღი. თუ ევროსაბჭოს პრეს–სამსახურის რელიზით თუ ვიმსჯელებთ, უთანხმოება მოგვარდა და უარი ითქვა საბრძოლო მასალის „გარეთ“ შეძენის იდეაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S