
„ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს
13/11/2019 06:16:30 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. სხდომას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს.
უმრავლესობა საარჩევნო სისტემის ცვლილების თაობაზე საკონსტიტუციო კანონპროექტზე მსჯელობს.
უმრავლესობის სხდომის მოწვევა მას შემდეგ გადაწყდა, რაც „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილმა, პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთეს და კითხვები დასვეს.