
შვეიცარიულმა ბანკებმა რუსეთის მოქალაქეების ანგარიშების გაყინვა დაიწყეს
13/04/2023 16:53:47 ევროპა
შვეიცარიუმა ბანკებმა რუსეთის მოქალაქეების ანგარიშების გაყინვა დაიწყეს.
ნაწილს ანგარიშები უკვე გაუყინეს, ნაწილმა კი ჯერ მხოლოდ გაფრთხილება მიიღო მოსალოდნელი გაყინვის შესახებ, თუ მათ რუსეთის ბიუჯეტში გადასახადების ხდის ფაქტები დაუდასტურდებათ.
მსგავს ნაბიჯებს უკვე მიმართეს შვეიცარიულმა UBS-მა და Credit Suisse-მა, - წერს РБК რუსეთის მოქალაქეების ადვოკატებზე დაყრდნობით, თუმცა იქვე დასძენს, რომ საბანკო სანქციებს ამ ეტაპზე შერჩევითი ხასიათი აქვს და მასობრივი გაყინვები ჯერ არ დაწყებულა.
შვეიცარიში აშშ-ის ელჩი სკოტ მილერი მარტში გამოვიდა მოწოდებით რუსეთის მოქალაქეების დამატებით 50–100 მლრდ შვეიცარიული ფრანკის ჯამური ოდენობის აქტივების დაბლოკვის შესახებ. "დიდი შვიდეულის" ქვეყნებმა ასევე მოსთხოვეს შვეიცარიას, უფრო აქტიური გამხდარიყო რუსი ოლიგარქების აქტივების დაბლოკვაში.
სულ შვეიცარიაში შეშესაძლოა, 150-დან 200 მლრდ-მდე შვეიცარიული ფრანკის ოდენობის რუსული აქტივები იყოს განთავსებული.