Accentnews.ge
მოსამართლე კოჭლამაზაშვილი: "უარს ვაცხადებ, მონაწილეობა მივიღო ისეთ ვიზიტში, რომელმაც გარდა პროფესიული დანიშნულებისა, პოლიტიკური შინაარსიც შეიძინა"

მოსამართლე კოჭლამაზაშვილი: "უარს ვაცხადებ, მონაწილეობა მივიღო ისეთ ვიზიტში, რომელმაც გარდა პროფესიული დანიშნულებისა, პოლიტიკური შინაარსიც შეიძინა"

13/04/2023 17:17:01 პოლიტიკა

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი აცხადებს, რომ აშშ-ში დაგეგმილ მოსამართლეთა სასწავლო ვიზიტზე უარს აცხადებს, რადგან მისი ვერსიით, მან პროფესიული დანიშნულების გარდა შეიძინა პოლიტიკური შინაარსიც.

„როგორც მოგეხსენებათ, ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგეგმილი იყო მოსამართლეთა სასწავლო ვიზიტი, სადაც მეც ვმონაწილეობდი. იგი მიზნად ისახავდა მხოლოდ პროფესიულ განვითარებას და მისთვის რაიმე სხვა დატვირთვის მინიჭება საფუძველს მოკლებული იყო. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ უკანასკნელ დღეებში აღნიშნულმა ვიზიტმა შეიძინა მკვეთრად პოლიტიკური მნიშვნელობა და მოსამართლეთა ნაწილის წასვლა ან წაუსვლელობა გახდა პოლიტიკური შეფასების საგანი, ჩემი პროფესიის მკაცრი სპეციფიკურობის გათვალისწინებით, უარს ვაცხადებ მონაწილეობა მივიღო ისეთ ვიზიტში, რომელმაც პროფესიული დანიშნულების გარდა შეიძინა პოლიტიკური შინაარსიც",– წერს მოსამართლე სოციალურ ქსელში.

მანამდე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა განაცხადა, რომ აშშ-ში მოსამართლეებისთვის თვის ბოლოს დაგეგმილ ვიზიტში მონაწილეობაზე უარი სამმა მოსამართლემ თქვა. ესენი არიან: ნანა ჯოხაძე, თამარ ბეჟანიშვილი და კონსტანტინე კოპალიანი.

აღნიშნულს წინ უძღოდა აშშ–ის მიერ სამი მოქმედი და ერთი ყოფილი ქართველი მოსამართლისთვის სავიზო სანქციების დაწესება. აღნიშნულ პირებს უწოდებენ "კლანის" მაღალჩინოსნებს არასამთავრობო ორგანიზაციები.

იხილეთ ასევე: „სხვა გზა არ დარჩა“: საქართველო–აშშ–ის ურთიერთობებში უპრეცედენტო გადაწყვეტილების შესაძლო შედეგები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S