
მელიტოპოლში კიდევ ერთი აფეთქების შესახებ იუწყებიან
13/04/2023 19:58:39 ევროპა
რუსეთის ჯარების მიერ ოკუპირებულ მელიტოპოლში დღის განმავლობაში ორი აფეთქება მოხდა.
"მოსახლეობა აცხადებს, რომ აფეთქებისა და სროლის ხმა ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში ისმოდა“, - იუწყება მელიტოპოლის მერი ივან ფიოდოროვი.
მანამდე ფიოდოროვმა 13 აპრილის შუადღისას გაავრცელა ინფორმაცია მელიტოპოლის ცენტრში "ძლიერი აფეთქების" შესახებ.
რამდენიმე დღის წინ ასევე იუწყებოდნენ აფეთქების შესახებ რუსულ ბაზაზე.
ზაპოროჟიეს რეგიონის ქალაქი მელიტოპოლი რუსეთის ჯარებმა სრულმასშტაბიანი ომის დასაწყისში დაიკავეს. სწორედ მელიტოპოლში გადაიტანა რუსეთმა სამხრეთ ფრონტის სარდლობა ხერსონიდან რუსული ჯარების გაყვანის შემდეგ.