Accentnews.ge
50-მდე რუსული თავდასხმა ყოველდღიურად - მალარი ბახმუტში არსებულ ვითარებას აღწერს

50-მდე რუსული თავდასხმა ყოველდღიურად - მალარი ბახმუტში არსებულ ვითარებას აღწერს

14/04/2023 07:26:26 ევროპა

ბახმუტში რუსული ჯარები ყოველდღიურად 50-მდე თავდასხმას ახორციელებენ, განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა.

„ბახმუტში მტერმა მოახდინა თავისი პროფესიული ნაწილების კონცენტრირება, იყენებს არტილერიისა და ავიაციის მნიშვნელოვან რაოდენობას. მტერი ყოველდღიურად ახორციელებს 40-დან 50-მდე თავდასხმას და 500-ზე მეტ დაბომბვას ბახმუტში. მტერმა ძალები და საშუალებები გადააჯგუფა ამ მიმართულებით. ვინაიდან მტერი ჩვეულებრივ აგებს ჩვენთან ქუჩის ბრძოლებში, ის ირჩევს შენობებისა და ნაგებობების სრული განადგურების ტაქტიკას. ის უბრალოდ მიწასთან ასწორებს ქალაქს. ეს კეთდება იმისთვის, რომ ჩვენს დამცველებს ჩამოერთვათ ქალაქში პოზიციების დაკავების შესაძლებლობა. ამავდროულად, მტერმა ვერ მიაღწია თავის მიზანს, ”- წერს იგი „ტელეგრამაში“.

მალიარის თქმით, ბახმუტისთვის მძიმე ბრძოლები გრძელდება - სიტუაცია რთულია, მაგრამ კონტროლირებადი.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ მტერი აგრძელებს შეტევას ერთდროულად ოთხი მიმართულებით - ლიმანი, ავდეევკა, მარიინკა, ბახმუტი.

„ბრძოლა ყველა ამ რაიონში გრძელდება. ყველაზე სასტიკი ბრძოლები მარინკასა და ბახმუტისთვის იმართება. სამი მიმართულებით - ლიმანი, ავდეევკა, მარიინკა - მტრის შეტევითი მოქმედებები წარუმატებელია. მტერი უფრო მეტ შეტევას იყენებს ბახმუტის მიმართულებით“, - დასძინა მან.

რუსეთი 2022 წლის ივლისიდან აქტიურად უტევს ბახმუტს და მის შემოგარენში არსებულ დასახლებებს. დეკემბერში შეტევა გაძლიერდა - ხერსონის რეგიონის მარჯვენა სანაპიროდან ქვედანაყოფების უკან დახევის შემდეგ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S