
გომთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, დაშავებულია 6 ადამიანი
14/04/2023 08:10:30 სამართალი
ხაშურში, სოფელ გომთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ინფორმაციას "მოზაიკა" ავრცელებს და წერს, რომ დაშავებულია 6 ადამიანი.
მისი ცნობით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
დაშავებულები "გორმედის" კლინიკაში არიან გადაყვანილები.