Accentnews.ge
"ივანიშვილი მხარს უჭერს 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას"

"ივანიშვილი მხარს უჭერს 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას"

13/11/2019 07:34:30 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი ირაკლი შიოლაშვილი აცხადებს, რომ მმართველი პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მხარს უჭერს 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას. 

"პარტიის თავმჯდომარემ არ მოგვცა საშუალება, სარეიტინგო კენჭისყრაზე დაგვეყენებინა საკითხი", – განუცხადა ჟურნალისტებს შიოლაშვილმა მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ.

მისივე თქმით, თუ მისი გუნდი მხარს დაუჭერს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, იგი უმრავლესობას დატოვებს. 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით,  „მიუღებელი იყო ის, რომ პარტიის თავმჯდომარემ არ მისცათ საშუალება, სარეიტინგო კენჭისყრაზე დაეყენებინათ საკითხი".

ამასთან, დეპუტატის თქმით, ის არ აპირებს უმრავლესობის დატოვებას:

„უმრავლესობას არ ვტოვებ. ვაგრძელებ ბრძოლას, მხარდამჭერთა რაოდენობა იყოს მეტი, ვიდრე არის დღეს, რათა ჩვენ სწორი პოლიტიკური ცხოვრება გავაგრძელოთ და ქვეყანას საფრთხეები, რყევები ავაცილოთ“. 

ცნობისთვის: პარლამენტი პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტს ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე განიხილავს. საპარლამენტო უმრავლესობაში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის თაობაზე აზრთა სხვადასხვაობაა. პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მიზანშეწონილობა ეჭვქვეშ დააყენეს რიგმა მაჟორიტარმა დეპუტატებმა. 

21-21 ივნისის აქციების შემდეგ “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ  2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს პროპორციული სისტემით ჩაატარებდა. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S