Accentnews.ge
"საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით “ოცნების” საქციელი არის ნაძირლობა"

"საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით “ოცნების” საქციელი არის ნაძირლობა"

13/11/2019 08:02:11 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” წარმომადგენელი კახა კოჟორიძე “ნაძირლობას” უწოდებს “ქართული ოცნების” დეპუტატების ნაწილის საქციელს, რომლებიც 2020 წლის არჩვენებისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარს არ უჭერენ.

“ნაძირლობა!!!! არ მიყვარს ხოლმე მსგავსი ტერმინების გამოყენება, მაგრამ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით “ოცნების” საქციელს ყველაზე უკეთ ეს სიტყვა შეესაბამება. თან ნაძირლობასაც აქვს გრადაციები. ეს არის ნაძირლობა, რომელიც საფრთხეს უქმნის ამ ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას. თუ ჩავარდა პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, “ოცნება” იმ დეპუტატებმა კი არ უნდა დატოვონ, ვინც ახლა ამ ნაძირლობას აკეთებს და ცვლის საკუთარ ოფიციალურად დაფიქსირებულ პოზიციას, არამედ იმათმა უნდა დატოვონ, ვინც ამ ნაძირლობას ხელს ვერ შეუშალეს. ამ პარტიაში უბრალოდ აღარ იქნება კითილსინდისიერი ადამიანის ადგილი”, – წერს კოჟორიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: პარლამენტი პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტს ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე განიხილავს. საპარლამენტო უმრავლესობაში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის თაობაზე აზრთა სხვადასხვაობაა. პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მიზანშეწონილობა ეჭვქვეშ დააყენეს რიგმა მაჟორიტარმა დეპუტატებმა. 

21-21 ივნისის აქციების შემდეგ “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ  2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს პროპორციული სისტემით ჩაატარებდა. 


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S