
„სირცხვილია“ პარლამენტთან აქციას „არ გაბედო ჩაგდება“ მართავს
13/11/2019 08:17:04 სხვა, პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, საზოგადოება
მოძრაობა "სირცხვილიას" ორგანიზებით პარლამენტთან აქცია „არ გაბედო ჩაგდება“ მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები 2020 წლის არჩევნების პროპორციულ სისტემით ჩატარებას მოითხოვს.
აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, მმართველ პარტიას ივნისში გაცემული დაპირების შესრულება და შერეული საარჩევნო სისტემიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლა არ სურს.
ცნობისთვის: პარლამენტი პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტს ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე განიხილავს. საპარლამენტო უმრავლესობაში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის თაობაზე აზრთა სხვადასხვაობაა. პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მიზანშეწონილობა ეჭვქვეშ დააყენეს რიგმა მაჟორიტარმა დეპუტატებმა.
21-21 ივნისის აქციების შემდეგ “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს პროპორციული სისტემით ჩაატარებდა.