Accentnews.ge
"ივანიშვილისგან იყო ზეწოლის მცდელობა, ხუნდაძე დატუქსასავით"

"ივანიშვილისგან იყო ზეწოლის მცდელობა, ხუნდაძე დატუქსასავით"

13/11/2019 08:43:12 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის კახაბერ ოქრიაშვილის განცხადებით, მმართველი პარტია "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გამართულ სხდომაზე, რომელზეც პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საკითხზე მსჯელობდნენ, პარტიის თავმჯდომარის მხრიდან საკითხის მოწინააღმდეგე დეპუტატებზე ზეწოლის მცდელობა იყო.

მისი თქმით, განსაკუთრებით დიმიტრი ხუნდაძეზე "წავიდა მთელი აგრესია":

"ძალიან ბევრი დეპუტატია, ვინც არ უჭერს მხარს. დღეს უმრავლესობის შეკრებაზე იყო მცდელობა ზეწოლის ამ დეპუტატებზე, პარტიის თავმჯდომარის მხრიდან. მაგალითად, დიტო ხუნდაძეზე იყო სერიოზული ზეწოლა, იმ მუქარით, რომ გარიცხავდნენ კიდევაც, მაგრამ მან განაცხადა, რომ მისი პოზიცია არ შეიცვლება. სხვა დეპუტატები რას იზამენ, მე არ ვიცი. [ბიძინა ივანიშვილმა ბიძინა ივანიშვილი] პირადად, დატუქსასავით, სიცილით. ბოდიში, რომ ეს სიტყვა ვიხმარე. დღეს დებატები გაგრძელდება, ჩემი პოზიცია უცვლელია. როგორც ვვარაუდობ, 20-მდე ადამიანია ან ცოტა მეტი, ვინც არ ემხრობა ახალ, უფრო სწორად მოძველებულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის სისტემაზე". 

ოქრიაშვილი აცხადებს, რომ პროპორციულ სისტემაზე კანონპროექტის მიღების შემთხვევში, ის უმრავლესობას არ დატოვებს: "ჩემი პოზიცია მაქვს და ამ უმრავლესობაში მაქვს საშუალება, არის ზეწოლა თუ არ არის, ჩემი პოზიცია ღიად დავაფიქსირო".

ცნობისთვის: პარლამენტი პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტს ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე განიხილავს. საპარლამენტო უმრავლესობაში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის თაობაზე აზრთა სხვადასხვაობაა. პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მიზანშეწონილობა ეჭვქვეშ დააყენეს რიგმა მაჟორიტარმა დეპუტატებმა. 

21-21 ივნისის აქციების შემდეგ “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ  2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს პროპორციული სისტემით ჩაატარებდა. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S