Accentnews.ge
ევროკავშირი – კარა-მურზას პატიმრობის შესახებ: "ვგმობთ აღმაშფოთებლად მკაცრ სასჯელს"

ევროკავშირი – კარა-მურზას პატიმრობის შესახებ: "ვგმობთ აღმაშფოთებლად მკაცრ სასჯელს"

17/04/2023 12:00:44 მსოფლიო

ევროკავშირი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსისთვის ვლადიმერ კარა–მურზასთვის თავისუფლების 25–წლით აღკვეთის ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ "გმობს აღმაშფოთებლად მკაცრ სასჯელს".

„დღევანდელი სასამართლოს აღმაშფოთებელი გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს სასამართლო ხელისუფლების პოლიტიკური მოტივით გამოყენებას აქტივისტების, უფლებადამცველებისა და ნებისმიერი პირის წინააღმდეგ, რომლებიც ეწინააღმდეგებიან რუსეთის უკანონო აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ. ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს ყველა იმ რუსს, რომლებსაც დევნიან, აპატიმრებენ ან აშინებენ ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლის, სიმართლის თქმისა და რეჟიმის კრიტიკის გამო. მოვუწოდებთ რუსეთს დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ყველა პირი, ვინც პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით არის დაკავებული“, - ნათქვამია ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კარა-მურზას განაჩენი დაგმეს დასავლეთის ქვეყნებმა, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა, გაერთიანებულმა სამეფომ და გერმანიამ, ასევე – გაერომ და უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა.

დღეს სასამართლომ რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსსა და აქტივისტს ვლადიმირ კარა-მურზას მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 25 წლით პატიმრობა მიუსაჯა. მას სახელმწიფო ღალატს, ჯარის შესახებ „ფეიკების გავრცელებასა “ და „უცხოურ აგენტთან“ თანამშრომლობას ედავებიან.

კარა-მურზა უარყოფს მისთვის წაყენებულ ბრალდებებს.

იგი აკრიტიკებს უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიან შეჭრას, ასევე – რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს და მის პოლიტიკას.

კარა-მურზამ სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას საკუთარი თავი დაადანაშაულა იმაში, რომ "თავისი საქმიანობის მანძილზე თანამემამულეები საკმარისად ვერ დაარწმუნა, რამდენად სახიფათოა კრემლის რეჟიმი". პოლიტიკოსმა გამოთქვა იმედი, რომ ადრე თუ გვიან რუსეთის საზოგადოება შეიცვლება.

კარა-მურზას ადვოკატმა CNN-ს განუცხადა, რომ ისინი განაჩენს გაასაჩივრებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S