Accentnews.ge
ISFED დეპუტატებს მოუწოდებს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი დაუჭირონ

ISFED დეპუტატებს მოუწოდებს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი დაუჭირონ

13/11/2019 09:44:24 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნები” (ISFED) პარლამენტის წევრებს მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ 2020 წლისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლას.

“საქართველოს პარლამენტმა დღეს, 13 ნოემბერს პირველი მოსმენით კენჭი უნდა უყაროს 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ კანონპროექტს.

12 ნოემბერს, პლენარულ სხდომაზე განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ მმართველი პარტიის დეპუტატების ნაწილის მიზანი კონსტიტუციური კანონპროექტის განხილვის დაბრკოლება და ხელოვნურად ჩიხში მოქცევაა. 12 ნოემბრის პლენარული სხდომის დაწყებისთანავე მმართველი პარტიის დეპუტატების მხრიდან შეინიშნებოდა სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვის მცდელობები, არაეთიკური გამონათქვამები, სიტყვიერი დაფიზიკური დაპირისპირება. მოგვიანებით, როდესაც საარჩევნო სისტემის ცვლილების მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულიპროექტის განხილვა დაიწყო, აღმოჩნდა, რომ ცვლილებას ეწინააღმდეგებიან ის მაჟორიტარი დეპუტატები, რომლებიც თავად არიანამ კანონპროექტის ინიციატორები.

პარალელური (შერეული მაჟორიტარულ-პროპორციული) საარჩევნო სისტემის შეცვლა პროპორციული სისტემით დემოკრატიული განვითარების კუთხით ხელისუფლების მიმართ საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი დაკვეთაა. ივნისის თვეში მასშტაბურ აქციებზე საზოგადოების მხრიდან პროპორციული არჩევნების მოთხოვნის პასუხად, მმართველმა პარტიამ და მისმა თავმჯდომარემ ეს დაპირება საზოგადოებას 24 ივნისს საჯაროდ მისცა. მას შემდეგ, მმართველი პარტიის 93-მა დეპუტატმა პარლამენტში შეიტანა შესაბამისი კონსტიტუციური კანონპროექტი, რომელმაც გასულ თვეებში შესაბამისი პროცედურები გაიარა, მათ შორის – საერთო სახალხო განხილვები. ამ პროცესის განმავლობაში, იმ მაჟორიტარ დეპუტატებს, ვინც დღეს პროპორციულ არჩევნებზე გადასვლას ეწინააღმდეგება, არცერთხელ გაუჟღერებიათ თავიანთი წინააღმდეგობა ან განსხვავებული აზრი საკუთარ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ მმართველი პარტიის მხრიდან მსგავსი სცენარით წარიმართა მოვლენები 2017 წელს საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში, როდესაც მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილმა აზრი შეიცვალა პროპორციულ არჩევნებზე 2020 წელს გადასვლასთან დაკავშირებით მას შემდეგ, რაც მათ საკონსტიტუციო კომისიაში მხარი დაუჭირეს ამ ინიციატივას. როგორც ჩანს, ისევე როგორც გასულ წლებში, საარჩევნო სისტემის ძირეულ ცვლილებაზე უარის თქმის მთავარი მიზეზი მაჟორიტარული კომპონენტის შენარჩუნების სურვილია. ეს თავის მხრივ, ამყარებს მოსაზრებას, რომ მოქმედი საარჩევნო სისტემა მმართველი პარტიის სასარგებლოდ მუშაობს და 2020 წლის არჩევნებისთვის მმართველი პარტიას მაჟორიტარულ სისტემაზე, როგორც სასურველი მანდატების მოპოვების გარანტიაზე უარის თქმა არ უნდა.

2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება ქვეყნის დემოკრატიული კონსოლიდაციისთვის უმნიშვნელოვანესია. პროპორციული არჩევნები იძლევა მრავალპარტიული ევროპული სტილის დემოკრატიის განვითარებისა და პოლიტიკური პროცესის გაჯანსაღების შესაძლებლობას. საარჩევნო სისტემის ცვლილება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება სახელმწიფო ინსტიტუტებზე ერთპარტიული კონტროლის შესუსტების, ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსის აღდგენისა და პოლარიზაციის შემცირების გზაზე”, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

ორგანიზაცია მოუწოდებს მმართველ პარტიას და მის დეპუტატებს პარლამენტში, შეასრულონ მათ მიერ საჯაროდ გაცემული დაპირება და მხარი დაუჭირონ კონსტიტუციურ კანონპროექტს, რომელიც უზრუნველყოფბს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარებას. ასევე მოუწოდებსყველა ოპოზიციურ საპარლამენტო პარტიას, მოახდინონ ძალთა მაქსიმალური კონსოლიდაცია და მიმართონ ხმები პროპორციული საარჩევნო სისტემის მხარდასაჭერად.

ცნობისთვის: პარლამენტი პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტს ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე განიხილავს. საპარლამენტო უმრავლესობაში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის თაობაზე აზრთა სხვადასხვაობაა. პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მიზანშეწონილობა ეჭვქვეშ დააყენეს რიგმა მაჟორიტარმა დეპუტატებმა. 

21-21 ივნისის აქციების შემდეგ “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ  2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს პროპორციული სისტემით ჩაატარებდა. 

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S