Accentnews.ge
"დიდი შვიდეული" – უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის დახმარება ყველას ძვირად დაუჯდება

"დიდი შვიდეული" – უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის დახმარება ყველას ძვირად დაუჯდება

18/04/2023 06:07:09 მსოფლიო

"დიდი შვიდეულის" წევრი სახელმწიფოები მკაცრ ზომებს მიიღებენ მათ მიმართ, ვინც რუსეთს ეხმარება უკრაინის წინააღმდეგ ომში. ამის შესახებ ნათქვამია კომუნიკეში, რომელიც „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდა.

"დიდი შვიდეულის" განცხადებით, "რუსეთისთვის იარაღით დახმარება და სანქციებისთვის თავის არიდების ხელშეწყობა ყველას ძვირად დაუჯდება".

ამასთან, მინისტრებმა მიუღებელი უწოდეს "რუსეთის უპასუხისმგებლო ბირთვულ რიტორიკას და განზრახვას, ბელარუსში განათავსოს ტაქტიკური ბირთვული იარაღი":

"რუსეთის უპასუხისმგებლო ბირთვული რიტორიკა და მისი მუქარა ბელორუსში ბირთვული იარაღის განთავსების თაობაზე მიუღებელია. თუ რუსეთი ქიმიურ, ბიოლოგიურ ან ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, ამას მძიმე შედეგები მოჰყვება", - ნათქვამია მინისტრების მიერ დღეს გამოქვეყნებულ კომუნიკეში.

ჯგუფმა ასევე მკაცრად დაგმო რუსეთის მიერ „ინფორმაციული მანიპულირებისა და დეზინფორმაციის ფართო გამოყენება უკრაინის წინააღმდეგ ომის მხარდაჭერის მოსაპოვებლად".

„დიდი შვიდეულის“ განცხადებით, "მინისტრთა ჯგუფი მხარს უჭერს უკრაინის სასამართლო სისტემაში დაფუძნებულ საერთაშორისო ტრიბუნალს".

„არ შეიძლება, დაუსჯელი დარჩეს ვინმე ომის დანაშაულებებისთვის და სხვა სისასტიკეებისთვის, როგორიცაა რუსეთის თავდასხმები მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და კრიტიკულ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე“, - ნათქვამია კომუნიკეში.

„დიდი შვიდეულის“ წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემაჯამებელ განცხადებაში საუბარია ტაივანისთვის ჩინეთიდან მომდინარე საფრთხეზეც. მინისტრებმა პეკინს მოუწოდეს, იმოქმედოს როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლიანმა წევრმა.

აშშ-ის, კანადის, იაპონიის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიის და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა 16-17 აპრილს, იაპონიაში გაიმართა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S