Accentnews.ge
ბლინკენი - სუდანში აშშ-ის დიპლომატიურ ავტოკოლონას ცეცხლი გაუხსნეს

ბლინკენი - სუდანში აშშ-ის დიპლომატიურ ავტოკოლონას ცეცხლი გაუხსნეს

18/04/2023 06:26:35 მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ სუდანში შეერთებული შტატების დიპლომატიურ ავტოკოლონას ცეცხლი გაუხსნეს.

მისი ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.

ბლინკენის თქმით, იგი ტელეფონით ესაუბრა ამ დილით სუდანის არმიისა და გასამხედროებული „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ მეთაურებს და მათ ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

მანამდე, ევროკავშირმა განაცხადა, რომ სუდანში ბლოკის ელჩს თავს დაესხნენ საკუთარ რეზიდენციაში.

ცნობისთვის: 16 აპრილის ღამეს სუდანში გასამხედროებულ დაჯგუფება "სწრაფი რეაგირების ძალებსა" და ქვეყნის რეგულარულ არმიას შორის დაპირისპირება დაიწყო. სუდანის არმიამ დედაქალაქის მიმდებარედ ომდურმანში, "სწრაფი რეაგირების ძალების" ბაზებზე საჰაერო დარტყმები განახორციელა. "ფრანს-პრესის" ცნობით, სუდანის არმიასა და გასამხედროებულ ჯგუფს შორის ბრძოლას სამ დღეში ემსხვერპლა 200-მდე ადამიანი, დაჭრილია 1800-მდე პირი.

სუდანის დედაქალაქ ხართუმში 30-მდე ქართველიც არის ჩარჩენილი და მათი გამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S