Accentnews.ge
ჩვენმა დაზვერვამ იცის უკრაინელი სამხედროს სიკვდილით დასჯის შემსრულებლის ვინაობა - ბუდანოვი

ჩვენმა დაზვერვამ იცის უკრაინელი სამხედროს სიკვდილით დასჯის შემსრულებლის ვინაობა - ბუდანოვი

18/04/2023 06:38:25 ევროპა

უკრაინის სამხედრო დაზვერვამ იცის უკრაინელი სამხედროს სიკვდილით დასჯის შემსრულებლის სახელი, – განაცხადა დაზვერვის უფროსმა კირილ ბუდანოვმა NV.ua-სთან ინტერვიუში.

„ვინ არის, ჩვენ ვიცით... რატომღაც ისე მოხდა, რომ თითქმის ყველა, ვინც ასეთ რამეს აკეთებდა და ჩვენ მკაფიოდ ვიცოდით, აღარ არსებობენ. ამიტომ, არ ვფიქრობ, რომ ეს ადამიანი იქნება გამონაკლისი“, - განაცხადა ბუდანოვმა.

მისი თქმით, სიკვდილით დასჯის შემთხვევები იშვიათია.

მანამდე ამერიკულმა ტელეარხმა CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ორი ვიდეო გამოჩნდა ერთ კვირაში, რომლებზეც სავარაუდოდ უკრაინელი ჯარისკაცების თავის მოკვეთა იყო ასახული. ერთ-ერთი ვიდეო შესაძლოა, ახალი გადაღებული იყოს, მეორე – ზაფხულში.

ჟენევის კონვენციის მიხედვით, რომელსაც რუსეთიც აწერს ხელს, მათ შორის, სამხედრო ტყვეს უნდა ჰქონდეს გარანტირებული სიცოცხლისა და პატიმრობის ჰუმანური პირობები. სამხედრო ტყვეების სიკვდილით დასჯა ან არასათანადო მოპყრობა ომის დანაშაულია. ომის დროს მედიაში არაერთხელ გამოჩნდა ვიდეო უიარაღო უკრაინელი სამხედროების მკვლელობის ან არასათანადო მოპყრობის ამსახველი კადრები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S