![ბახმუტში ბრძოლებმა ქალაქის ცენტრში გადაინაცვლა [ვიდეო]](https://accentnews.ge/storage/files/1679849923-5753.jpg)
ბახმუტში ბრძოლებმა ქალაქის ცენტრში გადაინაცვლა [ვიდეო]
18/04/2023 07:38:05 ევროპა
დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტში ბრძოლებმა ქალაქის ცენტრში გადაინაცვლა,- ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახური Telegram-ში იტყობინება.
"ბახმუტისთვის ბრძოლებმა გადაინაცვლა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში. ზოგან ოკუპანტები და უკრაინელი დამცველები ერთმანეთისგან რამდენიმე მეტრით არიან დაშორებული. აქ საბრძოლო მასალის არანაირი შიმშილი არ შეინიშნება, რაც მანამდე იყო გამოცხადებული „ვაგნერში“, მაგრამ მაგრამ ცვლილებები შეინიშნება მტრის შემადგენლობაში“, - ნათქვამია შეტყობინებაში.
სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის ცნობით, სხვა თავდაცვის ძალებთან ერთად, მესაზღვრეები მტრის თვითმფრინავებზე „ნადირობენ“, რუს დამპყრობლებს ბოლო თოვლს „ულოცავენ“ და თანამებრძოლების გადარჩენას ცდილობენ.
18 აპრილს უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსანდრე სირსკიმ განაცხადა, რომ საომარი მოქმედებების ეპიცენტრად ბახმუტის მიმართულება რჩება.
მისი ცნობით, სასტიკი ბრძოლები გრძელდება და რომ ამ დროისთვის სიტუაცია კონტროლქვეშაა:
„იქ მტერი უდიდესი ძალისხმევის კონცენტრაციას ახდენს და უარს არ ამბობს მიზანზე, აიღოს ქალაქი ნებისმიერ ფასად. მტერი აძლიერებს მძიმე არტილერიის აქტივობას და საჰაერო დარტყმების რაოდენობას, აქცევს ქალაქს ნანგრევებად. ამავდროულად, ჩვენი მებრძოლები მნიშვნელოვან ზარალს აყენებენ მტერს და მნიშვნელოვნად ანელებენ მათ შეტევით მოქმედებებს“.მისი თქმით, რუსები ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით ცდილობენ შეტევას, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, წარუმატებლად:
„მიუხედავად მტრის მაღალი აქტივობისა, ჩვენი მებრძოლები ახერხებენ მისი წინსვლის შეკავებას და მნიშვნელოვანი ზარალის მიყენებას. დიახ, იყო მტრის მცდელობები, ჩაეტარებინა შეტევითი ოპერაციები კუპიანსკის მიმართულებით, მაგრამ ჩვენი არტილერიის ზუსტი ცეცხლის წყალობით, მტრის ქვედანაყოფებმა შეტევით ხაზს ვერც კი მიაღწიეს. ლიმანის მიმართულებით მოწინააღმდეგის ქმედებებიც წარუმატებელი აღმოჩნდა. მისი ყველა მცდელობა, განეხორციელებინა შეტევითი მოქმედებები, ჩაიშალა ჩვენი პოზიციების სიმტკიცის და ჯარისკაცების სიმამაცის გამო“.
18 აპრილს ბრიტანული დაზვერვა იტყობინება, რომ არსებობს რეალური შესაძლებლობა, რუსებმა შეამცირონ ჯარების რაოდენობა და შეაჩერონ შეტევითი ოპერაციები დონეცკის ოლქში, რათა რესურსები გადაისროლონ ბახმუტში.
„ბახმუტში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ძალები და „ვაგნერი“ ნელა მიიწევენ წინ. ფრონტის ხაზი ქალაქის ცენტრში ძირითადად გადის მთავარი სარკინიგზო ხაზის გასწვრივ“, - ნათქვამია მოხსენებაში.
ამავდროულად, ბრიტანული დაზვერვის თანახმად, უკრაინის შეიარაღებული ძალები იგერიებენ რუსეთის თავდასხმებს სამხრეთიდან კორსუნსკის ქუჩის გასწვრივ - ძველი მთავარი გზა ქალაქის დასავლეთით.
„ბახმუტის გარშემო ქვედანაყოფების ნებისმიერი მნიშვნელოვანი შემცირება კრიტიკულ საკითხად იქცა ორივე მხარისთვის, რადგან უკრაინას სურს შეტევითი ძალების განთავისუფლება, ხოლო რუსეთის ფედერაცია სავარაუდოდ, ცდილობს ოპერატიული რეზერვის აღდგენას“, - ასკვნის დაზვერვა.
17 აპრილს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა, რომ დამპყრობლები ახორციელებენ მორიგ საინფორმაციო და ფსიქოლოგიურ ოპერაციას, ავრცელებენ ყალბ მონაცემებს ბახმუტისთვის ბრძოლებში უკრაინის დანაკარგების შესახებ. ასევე, მისი თქმით, დამპყრობლებმა უფრო ინტენსიურად დაიწყეს მძიმე არტილერიისა და საჰაერო დარტყმების გამოყენება ბახმუტის მიმართულებით.