Accentnews.ge
რუსები ახალი „კეთილი ნების“ ჟესტისთვის ემზადებიან – გუმენიუკი

რუსები ახალი „კეთილი ნების“ ჟესტისთვის ემზადებიან – გუმენიუკი

18/04/2023 09:00:56 ევროპა

რუსები მორიგი „კეთილი ნეტის ჟესტისთვის“ ემზადებიან: თავდაცვით ხაზს აწყობენ და ნაღმავენ ხერსონის ოლქის მარცხენა სანაპიროს,– იუწყება უკრაინის სამხრეთი თავდაცვის ძალების სპიკერი.

"ისინი ნამდვილად არიან დაკავებულნი ხაზების (პირველი, მეორე, მესამე თავდაცვითი ხაზის)საინჟინრო მოწყობით - და ცდილობენ, დანაღმონ ტერიტორიები, რომლებიც შეიძლება, საშიში იყოს მათთვის დესანტის გადასხმის კუთხით", - ამის შესახებ უკრაინის სამხრეთი თავდაცვის ძალების ერთობლივი საკოორდინაციო პრესცენტრის ხელმძღვანელმა ნატალია გუმენიუკმა ეროვნული ტელემარათონის ეთერში განაცხადა.

გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ ოკუპანტებმა უკვე მოაგროვეს სამოქალაქო ტანსაცმელი და ჩაალაგეს მოპარული საქონელი.

„როგორც მარჯვენა სანაპიროზე მყოფი ხერსონელები უკვე ამბობენ, ეს ნიშანია - ისინი აუცილებლად ემზადებიან შემდეგი ჟესტისთვის, რადგან ნაძარცვი ქონება ჩაალაგეს, გაგზავნეს, სამოქალაქო ტანსაცმელი მოიმარაგეს - ეს ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ ისინი ემზადებიან“, - შეაჯამა გუმენიუკმა.

2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ ხერსონის ოლქის ნაწილი დროებითი ოკუპაციის ქვეშ იყო. გასული წლის 11 ნოემბერს ხერსონის რაიონულ ცენტრში უკრაინელი სამხედროები შევიდნენ და ქალაქი დაუბრონდა ცენტრალური ხელისუფლების კონტროლს. ოკუპანტები დნეპრის მარცხენა სანაპიროზე გადავიდნენ. მას შემდეგ ქალაქი მუდმივი დაბომბვის ქვეშ იყო. 18 აპრილის დილით რუსმა სახლედროებმა კვლავ მიიტანეს იერიში ხერსონზე.

2023 წლის 7 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ოკუპანტებმა დეპორტაცია დაიწყეს რეგიონის ოკუპირებული ნაწილის მცხოვრებლების, რადგან ბევრი მათგანი ეხმარება უკრაინის არმიას.

17 აპრილს ხერსონის საოლქო საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ იური სობოლევსკიმ განაცხადა, რომ ოკუპანტებმა ადგილობრივ მოსახლეობაზე ზეწოლა გააძლიერეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S