Accentnews.ge
თბილისის მერია კუს ტბასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციას იწყებს

თბილისის მერია კუს ტბასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციას იწყებს

13/11/2019 10:11:43 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური კუს ტბასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციას უახლოეს დღეებში დაიწყებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„კუს ტბასთან მისასვლელი გზა დღეისთვის მძიმე მდგომარეობაშია და ძალიან ცუდად გამოიყურება. ამ გზით ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს, განსაკუთრებით უქმეებზე, როდესაც დამსვენებლები იქ ოჯახებითა და შვილებით ადიან. მომდევნო დღეების განმავლობაში, დავიწყებთ უშუალოდ სამუშაოებს, რომელიც სწრაფად დასრულდება, რადგან იქ არ გვიწევს მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის ბიუჯეტიდან სამუშაოებზე დაახლოებით, 1.5 მლნ ლარი დაიხარჯება. რეაბილიტაციას თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს „ჯი არ ჯი“ განახორციელებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S