
რუსეთმა ევროსასამართლოს გადაწყვეტილება აღასრულა
13/11/2019 10:50:09 სხვა, მსოფლიო
რუსეთმა აღასრულა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ჯგუფ „Pussy Riot“–ის წევრებისთვის ჯამში 37 000 ევროს გადახდის თაობაზე. ამის შესახებ ჯგუფის მონაწილემ, „მედიაზონის“ გამომცემელმა პეტრე ვერზილოვმა განაცხადა.
მისივე თქმით, საკომპენსაციო თანხის უდიდესი ნაწილი გამოცემა „მედიაზონის“ განვითარებას მოხმარდება.
2012 წლის თებერვალში „Pussy Riot“–მა მოსკოვში ერთ–ერთ ტაძარში აქცია გამართა, რომლის ფარგლებში სიმღერა „მარიამ ღვთისმშობელო, გააძევე პუტინი" შეასრულა. სულ აქციაში 5 გოგონა მონაწილეობდა, მაგრამ პოლიციამ მხოლოდ 3 დააკავა – დანარჩენ ორს ვერ მიაგნო. დაკავებულებს 2012 წლის აგვისტოში 2 – 2–წლიანი პატიმრობა მიესაჯათ. 2013 წლის დეკემბერში 2 დაკავებული ამნისტიით გათავისუფლდა. მოგვიანებით რუსეთის უზენაესმა სასამართლომ წინა ინსტანციის გადაწყვეტილებაში მნიშვნელოვანი დარღვევები აღმოაჩინა.