
ავარია თბილისში, არის მსხვერპლი
18/04/2023 15:18:59 სამართალი
თბილისში, ვარკეთილში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ჯერ ხეს შეეჯახა, შემდეგ – ქვეითს.
ავარიის შედეგად დაიღუპა 15 წლის მოზარდი.
დაწყებულია გამოძიება. წინასწარი ინფორმაციით, მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.