Accentnews.ge
შვეიცარია უკრაინაში თავისი იარაღის რეექსპორტის წინააღმდეგია

შვეიცარია უკრაინაში თავისი იარაღის რეექსპორტის წინააღმდეგია

18/04/2023 18:27:39 ევროპა

შვეიცარია უკრაინაში თავისი იარაღის რეექსპორტის წინააღმდეგია.

შვეიცარიისგან არ შეიძლება მოთხოვნა, საკუთარი კანონები დაარღვიოს, – თქვა ქვეყნის პრეზიდენტმა ალენ ბერსემ საკითხის კომენტირებისას. კერძოდ, შვეიცარია გერმანიას არ აძლევს თანხმობას, უკრაინას შვეიცარიაში წარმოებული ამუნიცია მიაწოდოს Gepard-ის საზენიტო დანადგარებისთვის.

ბერლინში გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ბერსემ აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა მკაცრად იცავს ნეიტრალიტეტს, რომელიც მან 1815 წელს აირჩია.

ამ პრინციპის მიხედვით, რაც კანონმდებლობის დონეზეა გამყარებული, შვეიცარიას არ შეუძლია პირდაპირ ან ირიბი გზით იარაღის მიწოდება მეომარი ქვეყნებისთვის.

ამასთან, შვეიცარიის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, ქვეყანამ ისედაც უკვე დაარღვია თავისი ნეიტრალურობის სტატუსი, როცა უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მალევე, 2022 წლის მარტში, მიუერთდა ევროკავშირის სანქციებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S