
გერმანიამ უკრაინას Patriot-ების პირველი პარტია გადასცა
18/04/2023 19:06:04 ევროპა
ბერლინმა კიევს Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების პირველი პარტია და რაკეტები გადასცა. რაკეტების რაოდენობას არ აკონკრეტებენ.
გერმანიის თავდაცვის სამინისტრო განმარტავს, რომ უსაფრთხოების მოსაზრებების გამო, მიწოდებისა და შეიარაღების კომპლექტაციის ვადები არ ცხადდება მანამდე, სანამ ის დანიშნულების ადგილამდე მიაღწევს.
საერთო ჯამში გერმანიამ 2022 წლის დამდეგიდან 2023 წლის 17 აპრილის ჩათვლით ლიცენზია გასცა უკრაინისთვის 2 მილიონ 750 მილიარდი ევროს ღირებულების იარაღის მიწოდებაზე.
საზენიტო-სარაკეტო კომპლექს Patriot-ზე უკრაინაში ყველაზე დიდი მოთხოვნილებაა, მაგრამ ის ამავე დროს ყველაზე უფრო რთულად მოსახმარი საჰაერო თავდაცვის სისტემაა. ამჟამად აშშ-ში მიმდინარეობს უკრაინელი სამხედროების მომზადება ამ კომპლექსებზე სამუშაოდ, რის შემდეგაც კიევს მიაწოდებენ Patriot-ის ორ ბატარეას, თითოში 8 გამშვები დანადგარით. ეს შეიარაღება ბრძოლის ველზე უკვე აპრილის ბოლოდან შეიძლება იქნეს გამოყენებული. ასევე მოელიან Patriot-ების მიღებას ნიდერლანდიდან.