Accentnews.ge
7 000-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო დაკარგულად ითვლება - ომბუდსმენი

7 000-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო დაკარგულად ითვლება - ომბუდსმენი

18/04/2023 20:09:33 ევროპა

უგზოუკვლოდ დაკარგულად 7 000 უკრაინელი სამხედრო ითვლება. ამის შესახებ უკრაინის განსაკუთრებულ ვითარებებში უგზოუკვლოდ დაკარგულ პირთა საკითხებში უფლებამოსილმა ოლეგ კოტენკომ განაცხადა.

“ასეთი ციფრი ნამდვილად არის - შვიდ ათასზე ცოტა მეტი. იმაზე გვაქვს გათვლა, რომ ადამიანები, რომლებსაც ვეძებთ როგორც უგზოუკვლოდ დაკარგულებს, ტყვეობაში იმყოფებიან”, - განაცხადა კოტენკომ.

ომბუდსმენის ინფორმაციით, უგზო-უკვლოდ დაკარგულების სიაში მყოფთაგან 60-65% ცოცხალია და ტყვეობაში იმყოფება. ”სხვები, სამწუხაროდ, დაიღუპნენ”, - დასძინა მან.

გასული წლის ივლისში უკრაინის ხელისუფლებამ ასევე განაცხადა, რომ 7000-ზე მეტი ჯარისკაცი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. უკრაინის პრეზიდენტის მონაცემებით, სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ჯამში 2235 ტყვე დაბრუნდა რუსული ტყვეობიდან.

პატიმრების ბოლო გაცვლა აღდგომას, 16 აპრილს შედგა. იმ დღეს სახლში 130 ადამიანი დაბრუნდა. მათგან 48 დაკარგულად ითვლებოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S