Accentnews.ge
ბრიტანეთმა უკრაინას 14 ტანკი Challenger 2 გადასცა

ბრიტანეთმა უკრაინას 14 ტანკი Challenger 2 გადასცა

19/04/2023 08:00:27 ევროპა

დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას 14 თავისი ტანკი Challenger 2 გადასცა, - იუწყება ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალური შაბი Facebook-ში თავის ოფიციალურ გვერდზე.

ტანკების ამ პარტიის მიწოდება ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა ჯერ კიდევ იანვარში დააანონსა. მაშინ ითქვა, რომ უკრაინელები მას მარტში მიიღებდნენ.

ამ ტიპის ტანკების გამოყენებაში უკრაინელი მებრძოლები ბრიტანეთში იწვრთნებიან. თებერვალში ისინი მეფე ჩარლზ III-მ მოინახულა.

მარტის ბოლოს კი გამოცემა "The Guardian" წვრთნების დასრულებისა და უკრაინელი სამხედროების შინ დაბრუნების შესახებ იუწყებოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S