Accentnews.ge
თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

19/04/2023 08:19:51 სამართალი

თბილისში, ვარკეთილში ავტომანქანა 15 წლის მოზარდს შეეჯახა. მოზარდი დაიღუპა, მძღოლი კი — დააკავეს.

შემთხვევა 18 აპრილის ღამით მოხდა. პირველადი ინფორმაციით, შეჯახების შემდეგ, ავტომანქანის მძღოლი ადგილიდან მიიმალა, თუმცა, შსს-ს თანახმად, პოლიციამ ის დააკავა.

გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს. ეს გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S