Accentnews.ge
ბადრი ესებუა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს

ბადრი ესებუა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს

19/04/2023 08:48:18 სამართალი

„საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე ყაჩაღურ თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუა ფსიქიატრიული ექსპერტიზისთვის გადაიყვანეს. მას შესაბამისი გამოკვლევა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ჩაუტარდება.

ამ მიზეზით ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ბანკზე ყაჩაღური თავდასხმის საქმის განხილვა გაურკვეველი ვადით გადაიდო.

მორიგი სხდომა დღეს იყო დანიშნული.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 22 თებერვალს გამართულ სხდომაზე დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ბადრი ესებუასთვის ფსიქიატრიულ-სტაციონარული ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე.

ამ პროცედურის აუცილებლობა ბრალდების მხარემ “საქმის სპეციფიკურობით” ახსნა. პროკურორების თქმით, საუბარია მძიმე დანაშაულზე - ადამიანების მძევლად აყვანაზე - ამიტომაც შესაბამისი დასკვნა საქმეში უნდა არსებობდეს. მოთხოვნას არ დაეთანხმა დაცვის მხარე. მიუხედავად ადვოკატების პოზიციისა, მოსამართლემ პროკურატურის ეს შუამდგომლობაც დააკმაყოფილა.

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში "საქართველოს ბანკის" ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმის საქმეზე მხარეები პროკურატურის წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე არიან. საქმეზე დაიკითხა ათეულობით მოწმე. გამოიკვლიეს ნივთიერი მტკიცებულებების ნაწილიც. ორწლიანი ძებნის შემდეგ, ბადრი ესებუას დაკავება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 8 თებერვალს დაადასტურა. იგი ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარში, ნათესავის სახლში დააკავეს. ბადრი ესებუა დაკავებულია ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S