Accentnews.ge
თერჯოლაში შვილმა მამა მოკლა

თერჯოლაში შვილმა მამა მოკლა

19/04/2023 09:34:54 სამართალი

თერჯოლაში, სოფელ ღვანკითში მკვლელობა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, შვილმა მძინარე მამას თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა, რის შემდეგაც იგი გარდაიცვალა.

ადგილობრივების თქმით, შემთხვევა წითელ პარასკევს, ღამით მოხდა. კაცის გარდაცვალების შესახებ ცნობა აღდგომას მას შემდეგ გავრცელდა, რაც ადგილობრივები მამაკაცის სახლში შევიდნენ და იგი ლოგინში გარდაცვლილი იპოვეს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ შვილს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.

პოლიციამ შვილი დააკავა.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება 109-ე განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S