Accentnews.ge
მედია – ევროკავშირში მომზადდა ინიციატივა, რომ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ევროინტეგრაციის ათწლიანი გეგმა შესთავაზონ

მედია – ევროკავშირში მომზადდა ინიციატივა, რომ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ევროინტეგრაციის ათწლიანი გეგმა შესთავაზონ

13/11/2019 12:31:24 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

ევროკავშირში მომზადდა ინიციატივა, რომ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ევროინტეგრაციის ათწლიანი გეგმა შესთავაზონ, – იუწყება უკრაინული გამოცემა „უკრინფორმი“.

მისივე ცნობით, შესაბამისი დოკუმენტი „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ ანდრიუს კუბილიუსმა დისკუსიაზე „ჩვენი სტრატეგია აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავლისთვის“ წარადგინა. აღნიშნული ღონისძიება 12 ნოემბერს ბრიუსელში გაიმართა და მასში ევროპარლამენტის წევრი დეპუტატები, ევროკავშირის წარმომადგენლები, ასევე პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ინიციატივის თანახმად, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამმა ასოცირებულმა წევრმა ქვეყანამ უნდა შეინარჩუნოს რეფორმების მოტივაცია და იმპულსი მომავალი ათი წლის განმავლობაში და ამისთვის ევროკავშირმა უნდა შექმნას ახალი გრძელვადიანი ინსტრუმენტები. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S