Accentnews.ge
ლომჯარია – "ოცნების" შესახებ: "არღვევენ კონსტიტუციას იმის გამო, რომ ხელი დააფარონ კლანურ მმართველობას"

ლომჯარია – "ოცნების" შესახებ: "არღვევენ კონსტიტუციას იმის გამო, რომ ხელი დააფარონ კლანურ მმართველობას"

19/04/2023 15:49:34 სამართალი

ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" წევრები კონსტიტუციას არღვევენ, რათა კლანურ მმართველობას ხელი დააფარონ".

"უმრავლესობა ცდილობს, ფიქრობს სრულიად მიუღებელი ხერხებით გამოიგონოს რაღაც გზები, რომ ტექნიკურად შეუშალოს ხელი ოპოზიციას ისარგებლონ მათი კონსტიტუციური უფლებით და სინამდვილეში ეს ყველაფერი ემსგავსება საპარლამენტო ცხოვრების ბოიკოტს. ისინი არღვევენ კონსტიტუციას იმის გამო, რომ ხელი დააფარონ სასამართლოში არსებული კორუფციულ, კლანურ მმართველობას", - განაცხადა ლომჯარიამ.

პარლამენტში ინიცირებულია დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით. 18-19 აპრილის სხდომებზე კენჭისყრების დაწყებამდე „ქართულმა ოცნებამ“ რეგისტრაცია არ გაიარა და კვორუმი ხელოვნურად ჩააგდო, რათა საგამოძიებო კომისიის შექმნაზე კენჭი ვერ ეყარათ. როგორც „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, ეს არის მმართველი გუნდის „სოლიდარობის აქტი ქართველი მოსამართლეების მიმართ“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S