
ახალციხეში, სკვერში ატრაქციონი ჩამოვარდა, რომელშიც ბავშვი იმყოფებოდა
13/11/2019 14:27:07 სხვა, რეგიონები, საზოგადოება
ახალციხეში, სკვერში ატრაქციონი ჩამოვარდა, რომელშიც ბავშვი იმყოფებოდა, – იუწყება "სამხრეთის კარიბჭე".
მისივე ცნობით, ბავშვმა დაზიანებული ატრაქციონიდან გასმოსვლა თავად მოახერხა.
"სამხრეთის კარიბჭე" წერს, რომ მერია ატრაქციონის დაზიანებას მოზარდებს აბრალებს:
"ჩვენმა სამსახურებმა იციან ამის შესახებ და შესაძლებელია ხვალვე შეკეთდეს. ხშირად აქ იმ ასაკის მოზარდები, სხდებიან, რომლებისთვისაც განკუთვნილი არ არის ეს ატრაქციონი, ამიტომ დაზიანდა"