
შსს-მ 20–21 ივნისის მოვლენების დროს გამოყენებული რეზინის ტყვიების შესახებ ინფორმაციას გრიფით საიდუმლო დაადო
13/11/2019 15:05:32 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 20-21 ივნისის ღამეს აქციის დასაშლელად გამოყენებული ტყვიებისა და ცრემლსადენი გაზის შესახებ ინფორმაციას გრიფით საიდუმლო დაადო. ამის შესახებ ინფორმაცია On.ge-მ სახალხო დამცველის აპარატიდან საჯარო ინფორმაციის სახით მიიღო.
"სახალხო დამცველის აპარატი გაეცნო გამოყენებული რეზინის ტყვიებისა და ცრემლსადენი გაზის რაოდენობის შესახებ ინფორმაციას აღნიშნული საქმის ფარგლებში. ეს მონაცემები ინახება საქმის საიდუმლო ნაწილში", — აღნიშნავენ სახალხო დამცველია აპარატში.
მათივე მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ "გავრილოვის ღამეს" აქცია სამი სახეობის ტყვიით დაშალეს.
20–21 ივნისს რამდენიმე ათეულმა ათასმა ადამიანმა თბილისში რუსი დეპუტატის ჩამოსვლა და საქართველოს პარლამენტის შენობაში, პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე დაჯდომა გააპროტესტა. სამართალდამცველებმა აქცია ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიების და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს. ამ დროს დაშავდა ათეულობით მოქალაქე, მათ შორის ორმა დაკარგა თვალი.