Accentnews.ge
ლატვიის სეიმმა ქვეყანაში 9 მაისს გამარჯვების დღის აღნიშვნა აკრძალა

ლატვიის სეიმმა ქვეყანაში 9 მაისს გამარჯვების დღის აღნიშვნა აკრძალა

20/04/2023 15:06:51 ევროპა

ლატვიის სეიმმა დაჩქარებული წესით მიიღო კანონი "9 მაისს გარკვეული საზოგადოებრივი ღონისძიებების აკრძალვის შესახებ". ამ დღეს იკრძალება საჯარო თავყრილობების ჩატარება, გარდა ევროპის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებებისა.

როგორც განიმარტა, აღნიშნული გადაწყვეტილებით ხელისუფლება მიზნად ისახავს, "თავიდან აიცილოს ლატვიის, როგორც დემოკრატიული და ეროვნული სახელმწიფოს ღირებულებების წინააღმდეგ მიმართული საფრთხე, მათ შორის საზოგადოების გახლეჩა, ომის, სამხედრო აგრესიის, ტოტალიტარიზმისა და ძალადობის განდიდება და ასევე ისტორიული მოვლენების დამახინჯებული ასახვა."

კანონი 9 მაისს იძლევა იმ ღონისძიებების ჩატარების საშუალებას, რომლებიც უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობის გამოხატვისა და რუსეთის აგრესიის შედეგად უკრაინაში დაზარალებულთა და დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემისკენ იქნება მიმართული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S