Accentnews.ge
ლიეტუვის პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და რუსებისა და ბელარუსების წინააღმდეგ სანქციები დაამტკიცა

ლიეტუვის პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და რუსებისა და ბელარუსების წინააღმდეგ სანქციები დაამტკიცა

20/04/2023 17:20:04 ევროპა

ლიეტუვის პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და რუსებისა და ბელარუსების წინააღმდეგ სანქციები შემოიღო.

ირკვევა, რომ დოკუმენტს 99-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 7 წინააღმდეგ წავიდა, 2-მა თავი შეიკავა. ვეტოს დასაძლევად 77 ხმა იყო საკმარისი.

ლიეტუვის პრეზიდენტის გიტანას ნაუსედა ინიციატივით გამოდიოდა, რომ ლიეტუვას რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეების წინააღმდეგ თანაბარი შეზღუდვები მიეღო. კენჭისყრამდე სიტყვით გამოვიდნენ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი და ბელარუსული ოპოზიციის ლიდერი სვეტლანა ტიხანოვსკაია, რომლებიც ამბობდნენ, რომ ბელარუსების წინააღმდეგ ისეთივე მკაცრი შეზღუდვები არ უნდა იყოს, როგორც რუსების წინააღმდეგ.

კანონის მიღებული ვერსია 2024 წლის მაისამდე ლიეტუვაში რუსებისა და ბელარუსების მიერ ვიზების მიღების შესაძლებლობას და უკრაინული გრივნას შეტანასა და გატანაზე აწესებს შეზღუდვებს. ამასთან, რუსებს დროებით ჩამოერთმევათ უძრავი ქონების შეძენის შესაძლებლობა, ხოლო დროებით საცხოვრებელ უფლებაზე მათი განცხადებების მიღება გარკვეული დროით შეჩერდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S