Accentnews.ge
"თიბისი ბანკმა" სანქციების დამრღვევი რუსეთის მოქალაქეები ანგარიშების დახურვის შესახებ გააფრთხილა

"თიბისი ბანკმა" სანქციების დამრღვევი რუსეთის მოქალაქეები ანგარიშების დახურვის შესახებ გააფრთხილა

21/04/2023 10:46:29 ეკონომიკა

"თიბისი ბანკი" რუსეთის ფედერაციასთან იმპორტ-ექსპორტის რეგულაციებისა და შეზღუდვების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და სანქციების დამრღვევ რუსეთის მოქალაქეებს ანგარიშების დახურვის შესახებ აფრთხილებს.

"გთხოვთ, გაეცნოთ მნიშვნელოვან ინფორმაციას რუსეთის ფედერაციასთან იმპორტ-ექსპორტის რეგულაციებისა და შეზღუდვების შესახებ. 2022 წლის თებერვლიდან დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-მა და ევროკავშირმა რუსეთის ფედერაციას დაუწესეს სხვადასხვა სახის სანქცია, რომელთა მიზანსაც წარმოადგენს რუსეთის და რუსეთთან დაკავშირებული პირებისთვის შეზღუდვების დაწესება. მათ შორისაა, აქტივების გაყინვა, ბლოკირება, ფინანსურ რესურსებზე წვდომის შეზღუდვა, პროდუქციის მიწოდების შეზღუდვა და სხვა. სანქციები ვრცელდება როგორც აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან და ევროკავშირიდან რუსეთის მიმართულებით გარკვეული პროდუქციის პირდაპირ ან არაპირდაპირ ექსპორტზე, ასევე, რუსეთიდან აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის მიმართულებით საქონლის ექსპორტის ოპერაციებზე.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სანქციებთან დაკავშირებული ტრანზაქციების გამოვლენის შემთხვევაში, ბანკი უფლებას იტოვებს, წინასწარი შეტყობინების გარეშე დახუროს მომხმარებლის ანგარიშები", – ნათქვამია "თიბისი ბანკის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S