
სომხეთში ექსპორტი 190%-ით გაიზარდა - რა გადის მეზობლად
21/04/2023 11:20:36 ეკონომიკა
სომხეთი უკვე მესამე თვეა, საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორია. მეზობელ ქვეყანაში ექსპორტის მოცულობა ზრდას განაგრძობს.
2023 წლის პირველ კვარტალში, - საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 4.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ეს მონაცემები, რომლებიც არადეკლარირებულ ვაჭრობას არ ითვალისწინებს, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 22.1%-ით მეტია. აქედან ექსპორტი $1.5 მლნ-ს შეადგენს, იმპორტი კი - $3.3 მლნ-ს. უარყოფითი სავაჭრო ბალანსი $1.8 მლნ-ია.
რა გადის სომხეთში?
სომხეთში გატანილი პროდუქციის ღირებულება უფრო ზუსტად შეადგენს $216 862-ს.
ექსპორტში პირველ ადგილზეა სატრანსპორტო საშუალებები - 3 თვეში სომხეთში $113 632-ის ღირებულების მანქანები გავიდა საქართველოდან.
ეს საერთო ექსპორტის 52.4%-ს შეადგენს. ამასთან, ავტომობილების აბსოლუტური უმრავლესობა რეექსპორტზე გადის, - ესე იგი, ისინი საქართველოში სხვა ქვეყნიდან არის შემოტანილი.
ავტომობილების შემდეგ, მეორე ადგილი (12%-ით) უკავია ელექტროტექნიკურ მანქანა-მოწყობილობებსა და მათ ნაწილებს.
სომხეთში ექსპორტირებული პროდუქციის ათეული სრულად ასე გამოიყურება:
- სატრანსპორტო საშუალებები, ნაწილები
- ელექტროტექნიკური მანქანა-მოწყობილობები , ნაწილები
- კვების მზა პროდუქტები, სასმელები, თამბაქო
- ქიმიური, ფარმაცევტული პროდუქცია
- ტექსტილის მასალები, ნაწარმი
- მცენარეული პროდუქტები
- არაძვირფასი ლითონები, ნაწარმი
- ცხოველები, ცხოველური წარმოშობის პროდუქტები
- პლასტმასები, რეზინი და მათი ნაწარმი
- სხვადასხვა სამრეწველო საქონელი