Accentnews.ge
შილდაში გაუჩინარებული მოზარდი იპოვეს

შილდაში გაუჩინარებული მოზარდი იპოვეს

13/11/2019 20:03:30 სხვა, სამართალი

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში გაუჩინარებული არასრულწლოვანი გოგონა იპოვეს.

შილდის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლის კვალს პოლიციამ თბილისში, მისი მეგობრის საცხოვრებელ სახლში მიაკვლია.

„გოგონა ცოცხალია და კარგადაა“, – განაცხადეს შს სამინისტროს პრესამსახურში.

გოგონა გუშინ კლასის დამრიგებელს ბოლო გაკვეთილებიდან დაეთხოვა და მას შემდეგ, რაც ის სახლში არ გამოჩნდა, ოჯახმა ძებნა დაიწყო. არსებული ინფორმაციით, 15 წლის გოგონა ბოლოს თბილისის მიმართულების მიკროავტობუსში ნახეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S