
პირველად ისტორიაში, ლიეტუვა რუსულ ენერგოსისტემას სრულად ეხსნება
21/04/2023 11:55:07 ევროპა
პირველად თავის ისტორიაში, ლიეტუვა რუსეთის ენერგოსისტემას სრულად ეხსნება. სატესტო ჩახსნა 22 აპრილისთვისაა დაგეგმილი.
"პირველად ლიეტუვის ენერგოსისტემის ისტორიაში, იგი სრულიად დამოუკიდებლად იმუშავებს. ჩვენ პასუხისმგებლობით ვეკიდებით მოსამზადებელ სამუშაოებს და ყველა შესაძლო სცენარისთვის ვართ მზად" - აცხადებენ ქვეყნის ქსელურ ოპერატორ Litgrid-ში.
ტესტური ჩახსნის პერიოდში ელექტროენერგიის გარეშე დარჩება რუსეთის მოსაზღვრე რეგიონი - კალინინგრადის ოლქიც.
ჩახსნის შემდეგ ლიეტუვა როგორც საკუთარ ენერგორესურსებზე, ისე ნაწილობრივ შვედეთიდან და პოლონეთიდან იმპორტზე იქნება დამოკიდებული.
ცნობისთვის: ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა რუსულ საწვავზეც თქვეს უარი, მაგრამ ელექტროენერგიის მიწოდებაზე ისტორიული დამოკიდებულების დაძლევა ბალტიისპირეთის ქვეყნებისთვის ყველაზე რთული პრობლემა იყო. ევროკომისიამ საკითხის გადასაჭრელად 1,1 მლრდ ევროს ოდენობის ინვესტირების პირობა დადო.