Accentnews.ge
ალბანეთმა რუსეთს უვიზო რეჟიმი გაუუქმა

ალბანეთმა რუსეთს უვიზო რეჟიმი გაუუქმა

21/04/2023 13:01:13 მსოფლიო

ალბანეთმა რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა, - იუწყება რუსეთში ალბანეთის საელჩო.

რუსეთის მოქალაქეებს ალბანეთში უვიზოდ შესვლა 1 მაისიდან 30 სექტემბრამდე შეეძლოთ. ამ გზით ქვეყნის ხელისუფლება ტურიზმს ახალისებდა. ამიერიდან კი ალბანეთში შესასვლელად აუცილებელი იქნება ვიზის გაფორმება ვიზიტის მიზნის მითითებით.

ცნობისთვის: 2022 სექტემბერში ევროკავშირმა რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის მოქმედება შეაჩერა. შედეგად გაიზარდა ვიზის მისაღებად საჭირო დოკუმენტების ნუსხა, განაცხადების განხილვის ვადა და გადასახადიც (35-დან 80 ევრომდე).

მოგვიანებით ბალტიისპირეთის რესპუბლიკებმა, ასევე ფინეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუს ტურისტებს საზღვრები სრულად ჩაუკეტეს.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ რუსეთის მოქალაქეებს უვიზო რეჟიმი გაუუქმა ჩრდილოეთ მაკედონიამაც. ჩერნოგორიამ მათ ქვეყანაში უვიზო ყოფნის ვადა 30 დღემდე შეუმცირა, ყაზახეთმა კი ნახევარწლიანი პერიოდის განმავლობაში 90 დღემდე შეუკვეცა.

ამასთანავე, ევროპის თითქმის ყველა სახელმწიფომ, აშშ-მა და კანადამ რუსულ თვითმფრინავებს თავისი საჰაერო სივრცეები ჩაუკეტეს. რუსეთში ფრენები შეწყვიტა მრავალმა ავიაგადამზიდმა, მათ შორის - აზიისა და დსთ-ის ქვეყნებიდან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S