
ადიგენის მუნიციპალიტეტში გამწვანების ღონისძიებები აქტიურად გრძელდება
21/04/2023 13:54:50 რეგიონები, რეკლამა
ადიგენის მუნიციპალიტეტში გამწვანების ღონისძიებები აქტიურად გრძელდება. ამჯერად, ადიგენში ცენტრალური გზისპირების მიმდებარედ სხვადასხვა ჯიშის წიწვოვანი ხეები დაირგო. ღონისძიებაში მონაწილეობა ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქიმაძემ, მერის პირველმა მოადგილემ არსენ ბალახაშვილმა, მერიის თანამშრომლებმა, მერის წარმომადგენლებმა და ადიგენის ა.(ა).ი.პ კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა მიიღეს.
აღსანიშნავია, რომ მწვანე ნარგავები, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიას სოფელი მლაშის მოსახლეობამ გადასცა სრულიად უსასყიდლოდ, იმ მიზნით, რომ მუნიციპალიტეტში მეტი ადგილი იყოს გამწვანებული.
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის მათ, მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გამწვანებაში შეტანილი წვლილისთვის. ადიგენის მუნიციპალიტეტში გამწვანების ღონისძიებები ეტაპობრივად განხორციელდება.