
"მოსკოვს მოუწევს, შეეგუოს": გერმანია უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების განხორციელებას მხარს უჭერს
21/04/2023 13:58:43 ევროპა
რუსეთს მოუწევს, უკრაინის მხრიდან მის ტერიტორიაზე დარტყმებს შეეგუოს, - განაცხადა, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა.
მისივე განმარტაბით, მხარეს, რომელსაც თავს დაესხნენ, სრული უფლება აქვს, მტრის ტერიტორიას შეუტიოს, მათ შორის - მომარაგების გზების გადასაჭრელად და "რუსეთს მოუწევს ამ დარტყმებთან შეგუება, სანამ ისინი სამოქალაქო ობიექტებს არ ადგება".
ამასთან, მან უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების საკითხზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ დასავლეთს საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობაზე დაკვირვება ჰმართებს. კერძოდ, პისტორიუსის თქმით, "კიევმა უარი უნდა თქვას იმ სახეობის ბომბების მიღებაზე, რომლებიც მსოფლიოში უკანონოდაა მიჩნეული".
გერმანელი მინისტრი ნატო-ში უკრაინის მიღების საკითხსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "ეს გადაწყვეტიება ცივი გონებითა და ცხელი გულით უნდა მიიღებოდეს და არა პირიქით".
"ახლა ნატო-ს კარი შეღებულია, თუმცა გადამწყვეტი მომენტი ჯერ არ დამდგარა. კიევი შეძლებს, ნატო-ს ომის დასრულების შემდეგ შემოუერთდეს და ეს გადაწყვტილება შეიძლება, უბრალოდ სოლიდარობის ნიშნადაც კი იქნას მიღებული" - დასძინა მან.