Accentnews.ge
Leopard-ის ტექნიკური ცენტრი პოლონეთში შეიქმნება

Leopard-ის ტექნიკური ცენტრი პოლონეთში შეიქმნება

21/04/2023 18:30:19 ევროპა

გერმანიამ, პოლონეთმა და უკრაინამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას პოლონეთში „ლეოპარდის“ ტიპის ტანკების მომსახურების ცენტრის შექმნის შესახებ. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა Twitter-ზე დაწერა.

მძიმე ტექნიკის, პირველ რიგში, ტანკების (გერმანული Leopard 2 და ამერიკული Abrams) მიწოდების გადაწყვეტილება დასავლეთის ქვეყნებმა მიმდინარე წლის დასაწყისში მიიღეს. უკრაინული სატანკო ეკიპაჟები ამ მანქანების მართვის კურსებს გადიან სხვადასხვა ქვეყანაში, ძირითადად პოლონეთში.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელმა ასევე განაცხადა, რომ 9 თებერვლიდან უკრაინას მიეწოდება ჭურვების 66%, რომელიც გათვალისწინებული იყო ევროკავშირის მიერ დამტკიცებული გეგმის პირველი ნახევრით უკრაინული ჯარების საბრძოლო მასალის შესყიდვის თანადაფინანსების თაობაზე. ბორელის თქმით, 30 000 უკრაინელი სამხედროდან 16 000-მა უკვე დაასრულა სწავლება დასავლეთის ქვეყნებში. ევროკავშირის ქვეყნებიდან უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის საერთო რაოდენობამ 600 მილიონ ევროს მიაღწია დაპირებული 2 მილიარდი ევროდან.

მანამდე AP წერდა, რომ აშშ უახლოეს კვირებში დაიწყებს უკრაინელი სამხედროების წვრთნას Abrams –ის ტანკებზე. 31 ტანკი გერმანიის გრაფენვერის საწვრთნელ მოედანზე მაისის ბოლოს ჩავა, წვრთნა მალევე დაიწყება და დაახლოებით 10 კვირა გაგრძელდება, – აცხადებენ წყაროები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S