Accentnews.ge
რუსეთში სტუდენტმა ცეცხლი გახსნა – არის მსხვერპლი

რუსეთში სტუდენტმა ცეცხლი გახსნა – არის მსხვერპლი

14/11/2019 05:28:58 სხვა, მსოფლიო

რუსეთში, ამურის ოლქის ქალაქ ბლაგოვეშენსკში, მშენებლობისა და კომუნალური მეურნეობის კოლეჯში სტუდენტმა ცეცხლი გახსნა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.  

როგორც რუსული მედია ადგილობრივ მთავრობაზე დაყრდნობით წერს, დაღუპულია ორი ადამიანი და მათ შორის თავდამსხმელიცაა. მან სავარაუდოდ, თავი მოიკლა. შეიარაღებული ინციდენტის შედეგად სულ მცირე, სამი ადამიანი დაშავდა, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.

ინციდენტი სასწავლო პროცესის დროს, ადგილობრივი დროით, დაახლოებით, 10:00 საათზე მოხდა. 19 წლის სტუდენტმა ცეცხლი სანადირო თოფიდან გახსნა, რომელიც მის სახელზე იყო რეგისტრირებული. თავდასხმის მოტივი ამ დროისთვის უცნობია. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S