
რუსეთს სკადოვსკიდან გაჰყავს რიგი საბრძოლო ნაწილები – უკრაინის გენშტაბი
21/04/2023 19:10:03 ევროპა
რუსეთის ჯარების ნაწილები ტოვებენ ოკუპირებულ სკადოვსკს ხერსონის ოლქში,– იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.
„ცნობილია, რომ ზოგიერთი დანაყოფი, რომლებიც ადრე იმყოფებოდნენ ქალაქში, თანდათანობით გაჰყავთ დასახლებიდან ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამავდროულად, უკრაინელი სამხედროების თქმით, რუსული არმიის, მსჯავრდებულების დაახლოებით 300 კაციანი ქვედანაყოფი ჩავიდა სკადოვსკში, თითქოსდა „წესრიგის უზრუნველსაყოფად“.
„დამპყრობლებს შორის სავარაუდოდ, მათი სულისკვეთების ასამაღლებლად, ვრცელდება ხმები საომარი მოქმედებების გარდაუვალი დასრულების შესახებ რუსეთის სასარგებლოდ ტერიტორიული დათმობებით“, - აცხადებენ უკრაინის სარდლობაში.
მანამდე უკრაინის გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ რუსეთის ჯარები აპირებენ, ყირიმში გადაიყვანონ სამხედრო ნაწილები სამხრეთ უკრაინის ორი ოკუპირებული ქალაქიდან: მელიტოპოლიდან (ზაპოროჟიეს ოლქი) და სკადოვსკიდან (ხერსონი).