
რვაჯერ დავარტყით რუსულ პოზიციებს, ჩამოვაგდეთ Mi-24 – უკრაინის გენშტაბი
23/04/2023 07:47:32 ევროპა
უკრაინის საჰაერო ძალებმა გასულ დღეს რვაჯერ დაარტყეს რუსეთის პოზიციებს. ამის შესახებ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იტყობინება.
ამავე ცნობით, უკრაინელებმა ჩამოაგდეს მტრის ვერტმფრენი Mi-24 და ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი (ორი სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი Orlan-10 და Zala, ასევე ორი კამიკაძე თვითმფრინავი)".
ამავდროულად, რუსეთმა განახორციელა რვა სარაკეტო დარტყმა, მათ შორის დასახლებულ პუნქტებზე. დაფიქსირდა მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი, ასევე საცხოვრებელი კორპუსების და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება და დაზიანება.