Accentnews.ge
ბიზნესომბუდსმენად მიხეილ დაუშვილი დაინიშნა

ბიზნესომბუდსმენად მიხეილ დაუშვილი დაინიშნა

14/11/2019 06:09:49 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, ეკონომიკა

ბიზნესომბუდსმენად მიხეილ დაუშვილი დაინიშნა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

"ყველა პრობლემური საკითხი, რომელიც იქნება მიხეილ დაუშვილთან მიტანილი, რამოდენიმე წუთში იქნება პრემიერის კაბინეტში მიტანილი", – განაცხადა პრემიერმა. 

მიხეილ დაუშვილი 2019 წლის აგვისტოდან დღემდე შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი იყო, ხოლო მანამდე ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე და შინაგან საქმეთა სამინისტროს  ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იყო.




ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S