
სევასტოპოლს ღამით წყალქვეშა დრონებით შეუტიეს
24/04/2023 07:03:41 ევროპა
24 აპრილის ღამეს, დილის დაახლოებით 03:30 საათზე, სევასტოპოლში ორი აფეთქების ხმა გაისმა, იუწყებიან ადგილობრივი ჟურნალისტები,.
მათივე ცნობით, აფეთქებების ხმა ისმოდა იმ ტერიტორიიდან, სადაც სამხედრო ნაწილებია განთავსებული – ნახიმოვის სკოლისა და სტრელეცკაიას ყურის მახლობლად. ასევე ისმოდა საზენიტო და ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის ხმებიც.
ინფორმაცია მოგვიანებით ქალაქის რუსმა ხელმძღვანელმა მიხეილ რაზვოჟაევმა დაადასტურა. მისი თქმით, ღამით სევასტოპოლს თავს დაესხნენ წყალქვეშა დრონები – ერთი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა საჰაერო თავდაცვამ, ხოლო თავისით აფეთქდა.
„ყველაფერი მოხდა გარე პერიმეტრზე. არანაირი ობიექტი არ დაზიანებულა. ახლა ქალაქში სიმშვიდეა. მაგრამ ყველა ძალა და სამსახური მზადყოფნაშია“, - განაცხადა რუსმა ოფიციალურმა პირმა.
2022 წლის აგვისტოდან ყირიმსა და სევასტოპოლში აფეთქებების ხმები თითქმის ყოველდღიურად ისმის. 2022 წლის ოქტომბერში ყირიმის (ქერჩის) ხიდზე აფეთქება მოხდა. ნახევარკუნძულზე ტერორისტული საფრთხის გაზრდილი (ყვითელი) დონე მოქმედებს. სიმფეროპოლის აეროპორტი დაკეტილია.
.